რეზონანსი
17.06.2023

„საქართველოში საწვავის ხარისხი, 95%-ით გაუმჯობესებულია 2023 წლიდან საწვავზე ევრო 5-ის სტანდარტია და ეს ბოლო პერიოდში ქალაქს ეტყობა", - ამ საკითხზე საქართველოს „ბიზნეს ასოციაციაციის" აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ ისაუბრა.

მისი თქმით, მიუხედავად საწვავის ხარისხის გაუმჯობესებისა, ქვეყანაში ავტოპარკი მოძველებულია რაც პრობლემას ქმნის.

„მიუხედავად იმისა, რომ საწვავის ხარისხი შესაძლოა, მაღალი იყოს, ავტოპარკი მოძველებულია და მასში CO2-ია, რომელიც მხუთავი აირია, ის გზაზე დაბლა გროვდება და ეს ჩვენთვის და ჩვენი ოჯახებისთვის პრობლემაა. ამიტომ ის, რომ საწვავი გაუმჯობესდა, ამას ავტოპარკის გაუმჯობესებაც უნდა მივაყოლოთ.

თუ ვამჩნევთ, რომ ეს თავისთავად ვერ ხდება აქ უკვე ორი საკითხია: ან ძალით უნდა გავაკეთოთ და ძალით გაკეთება ძალიან რთული იქნება, ან მეორე, არის რაიმე სახით წახალისება, გარკვეული სახის შეთავაზება, რომ ყველა ინდივიდმა ცხოვრება გაიუმჯობესოს. მე არ მივეკუთვნები იმ ტიპის ადამიანს, რომელიც ამბობს, რომ არანაირი რეგულაცია არ გვჭირდება. მე ვფიქრობ, რომ ზომიერებით შუაში უნდა ვიყოთ ყველაფერში", - განმარტა ვეფხვაძემ გადაცემა BMGDRIVE-ში

შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში 2012 წელს ქვემოთ გამოშვებული ავტომობილების შემოყვანა აიკრძალება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×