რეზონანსი
08.07.2023

მიხეილ სააკაშვილმა ჩაიდინა დანაშაული ქართველი ხალხის წინააღმდეგ, როდესაც ის იყო ამ ქვეყნის პრეზიდენტი და მოქალაქე. ახლა ის არც პრეზიდენტია და არც მოქალაქე , - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა „ქრონიკაში" განაცხადა.

„თუკი უკრაინის ხელისუფლება ქართველ ხალხს განიხილავს თავის მეგობრად, მან არც კი უნდა აკადროს ქართველ ხალხს უთხრას, რომ ადამიანი, რომელმაც თქვენთან შექმნა თქვენი წამების სისტემა, იმიტომ, რომ მე მაქვს კაპრიზი, გადმომეცით მე იმისთვის, რომ შემდეგ გავათავისუფლო. სინამდვილეში, საქართველოს ხელისუფლება პირნათელია უკრაინელი ხალხისა და მათ შორის, უკრაინის ხელისუფლების წინაშე. პირნათელია არა მხოლოდ ამ ომის დროს, არამედ დიდი ხანია, ხოლო უკრაინის ხელისუფლება უკვე დიდი ხანია არ არის პირნათელი ქართველი ხალხის წინაშე. არ არის პირნათელი იმ მომენტიდან, როდესაც შეიფარა მიხეილ სააკაშვილი, ძებნილი დამნაშავე, ხან ერთ თანამდებობაზე დანიშნა, ხან მეორეზე და თუ არ ვცდები, დღემდე თანამდებობაზეა. არ იყო პირნათელი, როდესაც ზურაბ ადეიშვილს ნიშნავდა გენერალური პროკურორის მრჩევლად. უკრაინის ხელისუფლება უკვე დიდი ხანია არ არის პირნათელი ქართველი ხალხის წინაშე. მიუხედავად ამისა, ვამბობთ, უკრაინას ვეხმარებით არა იმიტომ, რომ სწორად იქცევა თუ არასწორად, უკრაინელ ხალხს ვეხმარებით იმიტომ, რომ გვაქვს განსაკუთრებული ურთიერთობა მათთან. ჩვენ შევიფარეთ უკრაინელი ლტოლვილები და მათ ისე ვეპყრობით, როგორც ქართველ დევნილებს - მათ აქვთ თვეში იგივე დახმარება, რამდენიც ქართველ დევნილებს. რომელ ქვეყანაში გახსნეს უკრაინული სკოლა? მაშინ, როდესაც ამერიკის, გერმანიის, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებმა დატოვეს კიევი, საქართველოს ელჩი კიევში იყო და ნაცვლად მადლობისა, საქართველოს ელჩი გამოაძევა უკრაინის ხელისუფლებამ", - განაცხადა პაპუაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×