რეზონანსი
10.07.2023

სოფელ ჩალაუბნის მცხოვრებლების ინფორმაციით, 80 წლის მოხუცს, რომელიც 70 წლამდე ცოლის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს, ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს.

მათივე ინფორმაციით, ქმარი ცოლს ხშირად ეჩხუბებოდა და მის მიმართ აგრესიული იყო.

„ეს ქალი მაღაზიაში ყოფილა და სახლში რომ დაბრუნებულა, უსვრია. სისხლისგან დაცლილა. სროლის ან ყვირილის ხმა ჩვენ არ გაგვიგია, მაგრამ ვიცით, რომ ეს პრეტენზიული კაცი იყო. ფსიქოლოგიური პრობლემებიც ჰქონდა. დღეს რაზე მოუხდათ ჩხუბი არ ვიცით, სახლში მარტო იყვნენ", - განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

მოკლული ქალის ცხედარი გურჯაანის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.

შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანში რამდენიმე საათის წინ მოხდა. ფაქტის შესახებ პოლიციას მოკლულის შვილმა აცნობა, რის შემდეგაც ცოლის მკვლელობისთვის კახეთის პოლიციის სამხარეო დეპარტამენტის თანამშრომლებმა ხანდაზმული მამაკაცი დააკავეს.

ის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული. 80 წლის კაცის წინააღმდეგ გამოძიება 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

წყარო: „ipn"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×