რეზონანსი
14.07.2023

„ჩემ­თვის, ისე­ვე, რო­გორც ნე­ბის­მი­ე­რი მო­ქა­ლა­ქე რომ გა­ა­ჩე­როთ, ყვე­ლა გე­ტყვით, რომ რა­დი­კა­ლე­ბი, რო­მე­ლიც პარ­ლა­მენ­ტში გვყავს, ყვე­ლა არის „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა", - ამის შე­სა­ხებ სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის ერთ-ერ­თმა წევ­რმა, ირაკ­ლი ზარ­ქუ­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

მისი თქმით, „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" თავ­მჯდო­მა­რე, ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვი­ლი იჩაგ­რე­ბა.

„არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, მას „სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნე­ბელს" და­არ­ქმევ, „ევ­რო­პე­სი­მისტს", „ევ­რო­ოპ­ტი­მისტს" თუ ასე შემ­დეგ, ყვე­ლა არი­ან"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

ცოტა გაბ­რა­ზე­ბუ­ლიც ვარ, მი­ჩაგ­რა­ვენ ჩემს „ხა­ბეს", კაცი არის ლი­დე­რად და­ნიშ­ნუ­ლი, ვა­შა­ძე რომ გა­მოჰ­ყავთ პრე­მი­ე­რო­ბის კან­დი­და­ტად, ვინ არის ვა­შა­ძე? რა გა­უ­კე­თე­ბია ან ოპო­ზი­ცი­უ­რი ერ­თო­ბის­თვის? ან ქვეყ­ნის­თვის? ჩემი „ხაბე" დარ­ბის კი­დეც, ქვაც მოხ­ვდა, მცდე­ლო­ბა აქვს, ომობს, იბ­რძვის თა­ვი­სი მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბით. სჯე­რა, სწამს, რომ „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" არის პარ­ტია, რო­მე­ლიც სა­თა­ვე­ში უნდა იყოს.

ვინ არის ვა­შა­ძე? რა­ტომ ჩაგ­რა­ვენ „ხა­ბეს"? ფაქ­ტია, მცდე­ლო­ბა აქვთ, რომ ვა­შა­ძე გა­იყ­ვა­ნონ გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი რა­დი­კა­ლე­ბის ლი­დე­რად. „ხაბე", ამო­ი­ღე ხმა ძმაო, შენს გვერ­დით ვარ", - მი­მარ­თა ზარ­ქუ­ამ ხა­ბე­იშ­ვილს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×