რეზონანსი
14.07.2023

ჯორჯიან მანგანეზის სპეციალური მმართველი ბესიკ კირთაძე და გარემოს დაცვის დირექტორი ირაკლი ნოზაძე პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარეს მაია ბითაძესა და კომიტეტის აპატარის უფროსს, დენის სალუქვაძეს შეხვდნენ.

პარლამენტში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე, კომპანიის სპეციალურმა მმართველმა  გარემოს დავის მიმართულებით არსებული სამოქმედო გეგმა წარადგინა . შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ ჯორჯიან მანგანეზში სპეციალური მართვის რეჟიმის ამოქმედების შემდეგ, გარემოს დაცვის კუთხით, არსებობს პროგრესი და ახალი სამოქმედო გეგმაც აღნიშნული მიმართულების შენარჩუნებას ითვალისწინებს.

სპეციალური მმართველის ახალი სამოქმედო გეგმა ორწლიანია და მისი მიზანია მდინარე ყვირილის შლამისგან დაბინძურებით შექმნილი  პრობლემის მოგვარება და მადნის ღია კარიერული წესით მოპოვებულ  ტერიტორიებზე სარეკულტივაციო სამუშაოების ჩატარება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×