რეზონანსი
17.07.2023

საქართველოში ჩამოსვლის პირველივე წუთებიდან ვიგრძენით ქართველი ხალხისთვის დამახასიათებელი სტუმართმოყვარეობა და გულწრფელი პატივისცემა, მადლობა მეგობრული მიღებისთვის, - ამის შესახებ უზბეკეთის პრემიერ-მინისტრმა, აბდულა არიპოვმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან პირისპირ შეხვედრაზე განაცხადა.

უზბეკეთის პრემიერმა აღნიშნა, რომ დღევანდელი შეხვედრა ლოგიკურად აგრძელებს ქვეყნებს შორის დიალოგს, რომელიც ერთი წლის წინ დაიწყო უზბეკეთში ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტისას.

„მოგესალმებით, ბატონო ირაკლი! გულწრფელ მადლიერებას გამოვხატავ თქვენდამი და ყველა ჩვენი ქართველი მეგობრისადმი ასეთი მეგობრული მიღებისთვის.

საქართველოში ჩამოსვლის პირველივე წუთებიდან ვიგრძენით ქართველი ხალხისთვის დამახასიათებელი ტრადიციული სტუმართმოყვარეობა და გულწრფელი პატივისცემა. ეს ვიზიტი პირველია უზბეკეთის პრემიერ-მინისტრის რანგში.

ამავდროულად, დღევანდელი შეხვედრა ლოგიკურად აგრძელებს ჩვენს დიალოგს, რომელიც ერთი წლის წინ დაიწყო უზბეკეთში თქვენი ოფიციალური ვიზიტისას.

მადლობას გიხდით უზბეკეთის რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების მილოცვისთვის", - განაცხადა აბდულა არიპოვმა.

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი აბდულა არიპოვი დღეს ეწვია.

უზბეკეთის პრემიერ-მინისტრს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უმასპინძლა. მთავრობის ადმინისტრაციაში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. დახვედრის ცერემონიის შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატებში გაიმართა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×