რეზონანსი
18.07.2023

"ვივამედში" მომხდარი ინციდენტი კვლავ შეფასებების თემაა. მიხეილ საკააშვილის დედას უჭირს ახსნა თუ რა მოტივი ამოძრავებდა ექიმს, რომელიც კლინიკიდან ნიმუშების გატანას ცდილობდა.

გიული ალასანიას განცხადებით, ისიც განმარტებას ელოდება და ამბობს, რომ პოლონელ ექიმებს არ იცნობს და არ იცის რა იყო მოტივი.

"მე ვიცი, რომ მაღალი კვალიფიკაციის ადამიანები იყვნენ ჩამოსულები. გაარკვიონ, რადგან მე ვერ გავარკვევ ვერაფერს, რადგან თვალით არ მინახავს ის ხალხი, ვფიქრობ მეორე მხრიდან იქნება დეტალური განმარტება," - აცხადებს გიული ალასანია.

"ვივამედის" კლინიკურმა დირექტორი ზურაბ ჩხაიძე მოტივებზე ვერ საუბრობს, თუმცა ამბობს რომ საქმეში დევს პოლონელი მედიკოსის აღიარება, სადაც ის ამბობს, რომ ფარულად ცდილობდა მასალების წაღებას.

"აიღო მასალა და მოათავსა ფეხსაცმელში, ფრჩხილი, თმა და წარბის ნიმუშები," - აცხადებს ჩხაიძე.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×