რეზონანსი
24.07.2023

უსაფრთხოების სფეროში მოკავშირის რანგში საქართველო სულადობრივად იმ ქვეყნების რიგში იყო, რომლებმაც ყველაზე დიდი წვლილი შეიტანეს ევროკავშირის უსაფრთხოებაში, როდესაც ევროკავშირის მისიებში მონაწილეობდა. მათ შორის ნატოს მისიები ერაყსა და ავღანეთში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხორვატიის პრემიერთან, ანდრეი პლენკოვიჩთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩვენ ერთგული ვართ ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესისადმი. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ნატოს ასპირანტი ქვეყნის რანგში საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და მრავალჯერ დაამტკიცა, რომ ძალუძს კოლექტიური თავდაცვის ტვირთი გაიზიაროს. საქართველო ურყევად აგრძელებს კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების პოლიტიკას და ამ პროცესში სამართლებრივი და დიპლომატიური ინსტრუმენტების ეფექტურ გამოყენებას. რა თქმა უნდა, საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ჩვენ გვქონდა ბრუტალური ომი 2008 წელს, რომელიც იყო გამანადგურებელი ჩვენთვის და რა თქმა უნდა, ჩვენ მადლობელი ვართ ჩვენი საერთაშორისო თანამეგობრობის, მათ შორის ხორვატიის, ამ მიმართულებით საქართველოს ძალისხმევის მხარდაჭერისთვის. ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების პრაქტიკული განხორციელება, საქართველოს ორი რეგიონის დეოკუპაცია და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობის შერიგება და ჩართულობა უნდა დარჩეს საერთაშორისო დღის წესრიგში და დამყარდეს ხანგრძლივი მშვიდობა საქართველოში. მინდა მადლობა მოგახსენოთ ჩემი თბილი მიღებისთვის და ჩვენი თანამშრომლობის ფართო სპექტრის თემატიკის ღირსეული განხილვისთვის. მზად ვართ გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა ჩვენს ქვეყნებს შორის პარტნიორობის კიდევ უფრო გასაღრმავებლად", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×