რეზონანსი
24.07.2023

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხორვატიაში, ხორვატიის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველო ურყევად აგრძელებს კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკას და ამ პროცესშიდიპლომატიური და სამართლებრივი ინსტრუმენტების ეფექტურ გამოყენებას.

ღარიბაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის ომი საქართველოში გამანადგურებელი იყო.

პრემიერმა ხორვატიას საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„რა თქმა უნდა, საქართველოს 20% რუსეთის მიერ ოკუპირებულია, ჩვენ ბრუტალური ომი გვქონდა, რომელიც ჩვენთვის გამანადგურებელი იყო. რა თქმა უნდა, ჩვენ მადლობელი ვართ საერთაშორისო თანამეგობრობის, მათ შორის, ხორვატიის, ამ მიმართულებით საქართველოს ძალისხმევის მხარდაჭერისთვის. რა თქმა უნდა, ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების პრაქტიკული განხორციელება, საქართველოს ორი რეგიონის დეოკუპაცია და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობის შერიგება და ჩართულობა უნდა დარჩეს საერთაშორისო დღის წესრიგში და ხანგრძლივი მშვიდობა დამყარდეს საქართველოში", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×