რეზონანსი
27.07.2023

არ მომისმენია, არ ვაპირებ მოვუსმინო და რაიმე კომენტარის გაკეთებას არც ვაპირებ ბევრ იმ სისულელეზე, რაზეც საზოგადოება საუბრობს, - ასეთი კომენტარი გააკეთა „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებაზე, რომ გიორგი ვაშაძე ტრანსფერით შეძენილი ლიდერია.

„კონტაქტი მაქვს „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებთან, ლევან ხაბეიშვილთან, იმ გუნდთან, მიხეილ სააკაშვილთან, რადგან მისი როლი ძალიან მნიშვნელოვანია. დანარჩენი - კონსულტაცია ვისთანაც გავიარეთ, გითხარით", - განაცხადა ვაშაძემ.

ნიკა მელიას დღეები „ნაციონალურ მოძრაობაში" სავარაუდოდ, დათვლილია. მას გიორგი ბარამიძემ სააკაშვილის პარტიიდან წასვლისკენ ტელეეთერით მოუწოდა. ნიკა მელიას ნაცვლად, ბარამიძეს ბაჩო დოლიძემ უპასუხა, რომელიც არ გამოირიცხავს, რომ მელიას გუნდმა „ნაციონალური მოძრაობა" მართლაც დატოვოს.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×