რეზონანსი
27.07.2023

თუ ვინმე საქართველოსთვის ტალახის სროლას გადაწყვეტს და დაადანაშაულებს იმაში, რომ საქართველო თურმე არის გამოყენებული სანქციებისგან გვერდის ავლის მიზნით, ვისურვებდი, რომ ამას კონკრეტული მტკიცებულებებიც მოჰყვეს. თუმცა, ასეთი მტკიცებულებები არ არსებობს, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა ანდრია გვიდიანმა „ქრონიკის" ეთერში განაცხადა.

„სანქციების ჯგუფმა, რომელიც ჩამოვიდა საქართველოში, დაადასტურა, რომ საქართველო არის ერთ-ერთი სამაგალითო ქვეყანა სანქციების გვერდის ავლის გადაზღვევის თვალსაზრისით. შესაბამისად, აქ კითხვები ვფიქრობ აღარ რჩება. ამით ყველაფერზე პასუხი გაცემულია. გარდა ამისა სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა საქართველოს საინვესტიციო გარემოს კვლევა, სადაც ერთ მუხლად ნათლად არის მითითებული, რომ საქართველო სანქციების დაცვის კუთხით არის სამაგალითო ქვეყანა", - აღნიშნა გვიდიანმა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ არცერთი ფაქტი სანქციების გვერდით ავლასთან დაკავშირებით არ არსებობს. „რაც მოვისმინეთ და გვესმის ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოს იმიჯისა და რეპუტაციის დამაზიანებელი განცხადებები, ყველაფერი უსაფუძვლოა და აქედან გამომდინარე, თუ ვინმე საქართველოსთვის ტალახის სროლას გადაწყვეტს და დაადანაშაულებს იმაში, რომ საქართველო თურმე არის გამოყენებული სანქციებისგან გვერდის ავლის მიზნით, ვისურვებდი, რომ ამას კონკრეტული მტკიცებულებებიც მოჰყვეს. თუმცა, ასეთი მტკიცებულებები არ არსებობს",- განაცხადა ანდრია გვიდიანმა.

ამდენად, ეს ორი ურთიერთგამომრიცხავი ერთი მხრივ კვლევა და მეორე მხრივ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადება არ ვიცი რას ემსახურება. აქ უფრო საქმე გვაქვს იმასთან, რომ ჩამოუყალიბებელია რა განცხადებები უნდა გაკეთდეს, დასკვნები დაიწეროს და შესაბამისად ეს რა საკვირველია იწვევს დაბნეულობას, გაურკვევლობას და ბევრი ბუნდოვანება რჩება ამ საკითხთან დაკავშირებით.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×