რეზონანსი
27.07.2023

უმრავლესობის წევრის ხატია წილოსანის  თქმით, მმართველი გუნდი ყოველდღიურად მუშაობს იმისთვის, რომ საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯები მინიმუმამდე იქნას შემცირებული და არიდებული.

„მმართველი გუნდის მხრიდან რომ არ გადადგმული არაერთი პრევენციული ნაბიჯი, ჩვენ გაცილებით მძიმე მდგომარეობაში ვიქნებოდით. სამწუხაროდ, კიდევ არის მცდელობები, რომელიც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის იმიჯის დაზიანებას, მაგრამ ამას წარმატებით ყოველ ჯერზე ნამდვილად ვერ ახერხებენ.

დღეს გავრცელდა საჯაროდ ინფორმაცია, როდესაც ჩვენი პარტნიორების მიერ მომზადებული დასკვნებით და ანგარიშებით ცალსახად დასტურდება, რომ საქართველო არ ასრულებს რუსეთის დავალებებს, ჩვენი ქვეყანა მუშაობს თავისი ქვეყნის ინტერესების დაცვით, პარტნიორების მიმართ პასუხისმგებლიანი დამოკიდებულებით. არ არსებობს გზა, რომლითაც ხდება სანქციების გვერდის ავლა ჩვენს ქვეყანაში. ამერიკული მხარის ხელმძღვანელობით, დიდი ბრიტანეთის და ევროკავშირის ჩართულობით ჩამოსულმა დელეგაციამ ძალიან დადებითი დასკვნა დაწერა ამასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ჩვენი პარტნიორები აღიარებენ იმ დიდ პროგრესს, რომელიც აქვს ჩვენს ქვეყანას ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით.

ასევე დღეს გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ მსოფლიოში საქართველო მე-13 ადგილზეა საინვესტიციო კლიმატის მდგომარეობით. მინდა ასევე აღვნიშნო და მადლობა გადავუხადო ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირს, ყველა ჩვენ პარტნიორ ქვეყანას იმისთვის, რომ ჩვენ ერთობლივად ვმუშაობთ საქართველოში უკეთესი დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების განხორციელებისკენ და ვფიქრობ, რომ ეს გზა გაგრძელდება“, - განაცხადა ხატია წილოსანმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×