რეზონანსი
03.08.2023

ქვეყანაში მოხდა ომი, დავკარგეთ ტერიტორიები და ამ ომის შემდეგ რამდენიმე დღეში ოფიციალურ წერილებს აგზავნიდნენ, რომ ურთიერთობები დაეთბოთ და ჩამოსულიყვნენ რუსი ტურისტები, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი, „ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას რუს ტურისტებთან დაკავშირებით.

„ამაზე დიდი უბედურება რა უნდა მომხდარიყო - ქვეყანაში მოხდა ომი, დავკარგეთ ტერიტორიები, იყო უამრავი გარდაცვლილი ადამიანი - მშვიდობიანი მოსახლეობა და გმირი ჯარისკაცები, განადგურებული ინფრასტრუქტურა, უამრავი ლტოლვილად ქცეული ადამიანი... ამ ომის შემდეგ რამდენიმე დღეში ოფიციალურ წერილებს აგზავნიდნენ, რომ ურთიერთობები დაეთბოთ, ჩამოსულიყვნენ რუსი ტურისტები, სააკაშვილი ლარსის გამშვებ პუნქტზე ხვდებოდა ტურისტებს. მერაბიშვილის განცხადება გავიხსენოთ, რომ რუსულ ფულს სუნი არ ასდის..." - განაცხადა კალაძემ.

მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ რუსეთის მოქალაქეები საქართველოში კორუფციული სქემების დახმარებით, მასობრივად იღებენ საქართველოს მოქალაქეობას და ყიდულობენ ქართულ მიწებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×