რეზონანსი
03.08.2023

ჩვენ კარგად ვიცით სააკაშვილის პოზიცია, 2008 წლის შემდგომ სტრატეგიული ობიექტები გადასცა რუსეთის სახელმწიფო ინსტიტუტებს. ასევე ხვდებოდა რუსეთის მოქალაქეებს და ეუბნებოდა, მობრძანდით, ტურიზმი განავითარეთ, ინვესტიციები ჩადეთო, - ამის შესახებ „ხალხის ძალის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილი ორი-სამი წლის ამბობდა, რომ ქვეყანას რუსეთთან ურთიერთობა უნდა ჰქონდეს.

„სულ რაღაც ორი-სამი წლის წინ, როდესაც სააკაშვილი უკრაინაში იყო, მაშინაც ამბობდა და აღიარებდა, რომ ჩვენ რუსეთთან ურთიერთობა უნდა გვქონდეს, ოღონდ იმ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ ვიქნებით ხელისუფლებაში, მაგრამ როდესაც „ქართული ოცნებაა" ხელისუფლებაში, მაშინ რუსეთთან ურთიერთობა არ შეიძლებაო. ამაზე მეტი აღიარებითი ჩვენება არ არსებობს. ჩვენ კარგად ვიცით სააკაშვილის პოზიცია, 2008 წლის შემდგომ სტრატეგიული ობიექტები გადასცა რუსეთის სახელმწიფო ინსტიტუტებს. ასევე ხვდებოდა რუსეთის მოქალაქეებს და ეუბნებოდა, მობრძანდით, ტურიზმი განავითარეთ, ინვესტიციები ჩადეთო", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×