რეზონანსი
03.08.2023

ევროკავშირმა განვითარებადი ქვეყნები გააფრთხილა, რომ რუსეთი მათ იაფ მარცვლეულს ახალი დამოკიდებულების შესაქმნელად სთავაზობს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

როგორც საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი იუწყება, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა ორშაბათს წერილობით მიმართა განვითარებად და G20-ის ქვეყნებს და მოუწოდა მათ, ისაუბრონ მკაფიო და ერთიანი ხმით, რათა მოსკოვს უბიძგონ, დაბრუნდეს შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებაში.

„როდესაც მსოფლიო შეფერხებული მიწოდებისა და [სურსათზე] მაღალი ფასების წინაშე დგას, რუსეთი ახლა მიმართავს დაუცველ ქვეყნებს შეღავათიან ფასებში მარცვლეულის გადაზიდვის ორმხრივი შეთავაზებებით და თითქოს თავად მოაგვარებს პრობლემას", - განაცხადა ბორელმა.

„ეს ახალი დამოკიდებულების შესაქმნელად საკვების მიზანმიმართულად იარაღად გამოყენების ცინიკური პოლიტიკაა, რაც ეკონომიკურ დაუცველობასა და გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებას ამწვავებს", - დასძინა მან.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×