რეზონანსი
07.08.2023

ონის მერის, სერგო ხიდეშელის ინფორმაციით, ამ ეტაპზე შოვში დაღუპული 18 ადამიანიდან 14 არის იდენტიფიცირებული, ხოლო 16 მოქალაქის ძებნა მიმდინარეობს. როგორც ხიდეშელი აცხადებს, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები უწყვეტად გრძელდება.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, შოვში მომხდარი სტიქიური უბედურების გამო გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად 7 აგვისტო გამოცხადდა გლოვის დღედ. მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახებს და მთელ საქართველოს. რაც შეეხება სტიქიის ზონას, 18 მოქალაქე არის გარდაცვლილი, აქედან 14 იდენტიფიცირებულია, ჯერ კიდევ იძებნება 16 მოქალაქე. სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში უწყვეტად მიმდინარეობს. პროცესში ჩართული არიან შესაბამისი უწყებები. მინდა, ამისთვის მათ კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა. 80 ერთეულზე მეტი მძიმე ტექნიკაა ჩართული სტიქიის ზონაში და შვიდ ძირითად ლოკაციაზე მიმდინარეობს სამუშაოები, სადაც შესაძლოა დაღუპულები ყოფილიყვნენ. ასევე, სხვა ტერიტორიებზეც მიმდინარეობს ძებნა“, – განაცხადა ხიდეშელმა.

დღეს საქართველოში გლოვის დღეა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×