რეზონანსი
07.08.2023

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა ჟურნალისტებს კიდევ ერთხელ განუმარტა რა ვითარებაა შოვში, სადაც სტიქიის ზონაში სამძებრო ოპერაცია მიმდინარეობს და აღნიშნა, რომ სპეკულაციაა, თითქოს სამაშველო ღონისძიებებში ვერტმფრენი დროულად არ ჩაერთო.

„ადამიანებს, ვისაც უნდა სპეკულაციები აწარმოოს, ამას ვერ დავუშლი. პირველივე წუთიდან, უმოკლეს ვადაში რაც კი შეიძლება გონივრული ვადა ყოფილიყო ვერტმფრენის ცაში აწევის, ეს განხორციელდა. რაც შეეხება მოსახლეობის ევაკუაციას და ღამის განმავლობაში საძიებო სამუშაოებს, კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ როცა ჩამოვფრინდით და დავიწყეთ მოსახლეობის ევაკუაცია, იმის იქით საჭიროება აღარ დადგა, რაც გავაკეთეთ. ის ადამიანები, რომლებმაც ღამე ჩვენს მეხანძრე-მაშველებთან და პოლიციელებთან ერთად გაათენეს უსაფრთხო ადგილებზე, ეს იყო ყველაზე სწორი სტრატეგიული გადაწყვეტილება, პირველ რიგში თვითონ იმ ადამიანების უსაფრთხოებისთვის რაიმე სახის გართულებების თავიდან ასაცილებლად, რადგან ამის საფუძველი იყო უსაფრთხო ლოკაცია შერჩეული და ხეობის ურთულესი რელიეფი. დანარჩენი, ღამის განმავლობაში, სითბური დრონებით ჩვენ მიერ ხდებოდა მონიტორინგი, აქედან გამომდინარე, ღამე რაც არ უნდა აღჭურვილი ყოფილიყო ვერტმფრენები, ამის საჭიროება არ იდგა, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ. როდესაც იყო საჭირო და როდესაც დღესაც დადგება საჭიროება, ჩაერთვება ვერტმფრენი. გუშინაც ჩაერთო და დღესაც გვაქვს გარკვეული ღონისძიება დაგეგმილი ორი ვერტმფრენის საშუალებით. ამ ინციდენტზე, ასეთი ტრაგედიის დროს მსგავსი საკითხის დასმა არის სუფთა წყლის სპეკულაცია დეზინფორმაცია. უბრალოდ არ მინდა ახლა ამ სიღრმეებში შევიდე", - განაცხადა მღებრიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×