რეზონანსი
07.08.2023

10-12 წუთში მოსახლეობის ევაკუაციას ვერ მოასწრებ, თუ წინდაწინ არ იცი, რომ ეს უნდა მოხდეს და ამის წინდაწინ ცოდნა, ჩვენს პირობებში, წარმოუდგენელია, - ამის შესახებ ჰიდროლოგმა, დავით კერესელიძემ „ქრონიკას" განუცხადა.

„მანძილი იმ წერტილიდან, საიდანაც დაიწყო პროცესი, 7 კმ-ია. სიჩქარე წამში, დაახლოებით 5-10მ-ია, ანუ საათში, დაახლოებით 18 კმ. იქ მივიდოდა დაახლოებით, 10-12 წუთში. აღნიშნულ დროში ვერაფერს გააკეთებ, მოსახლეობის ევაკუაციას ვერ მოასწრებ, თუ წინდაწინ არ იცი, რომ ეს უნდა მოხდეს და ამის წინდაწინ ცოდნა, ჩვენს პირობებში, წარმოუდგენელია.

ვფიქრობ, ეს ძალიან უცბად მოხდა და ჩამოყალიბდა, თუმცა შესაძლოა, ვცდები", - განაცხადა შოვში განვითარებულ სტიქიაზე საუბრისას კერესელიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×