რეზონანსი
07.08.2023

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა თემურ მღებრიშვილმა, შოვის სტიქიის შედეგად დაღუპული მოქალაქეები ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.

მღებრიშვილის თქმით, "ეს არ არის ცალკეული ოჯახების დანაკლისი, ეს მთელი ქვეყნის ტრაგედიაა".

"პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით დღეს, ქვეყანაში გამოცხადდა გლოვის დღე. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და თითოეულ ოჯახის წევრს, დაზარალებულს მივუსამძიმრო და ღრმა მწუხარება გამოვთქვა. ეს არ არის მხოლოდ ცალკეული ოჯახების დანაკლისი და ტრაგედია, ეს მთელი ქვეყნის ტრაგედიაა. კიდევ ერთხელ, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ თითოეული დაზარალებული ოჯახის მისამართით", - ამბობს მღებრიშვილი.

მან სტიქიის ეპიცენტრში მიმდინარე სამძებრო სამუშაოებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ცხედრების პოვნის ადგილას, მაშველები პირად ნივთებს პოულობენ. მღებრიშვილი იმედს გამოთქვამს, რომ სამძებრო მოქმედებები სწორი მიმართულებით მიდის და სამუშაოები შედეგიანი იქნება.

"რაც შეეხება მიმდინარე საძიებო სამუშაოებს, დღეს ვახდენთ არეალის გაფართოებას. ამ წუთებში მიმდინარეობს კონკრეტული სამუშაოები ამ მიმართულებით. მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა კონკრეტულ ლოკაციებზე საძიებო სამუშაოები. გვაქვს ასეთი ინფორმაცია, რომ კონკრეტულად იმ პერიმეტრზე, სადაც ეს ცხედრები იქნა ნაპოვნი, ვპოულობთ პირად ნივთებს, ტანისამოსს და ვიმედოვნებთ, რომ როგორც დავგეგმეთ, მივდივართ სწორი მიმართულებით და ვნახოთ დღის განმავლობაში რა შედეგები გვექნება", - განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×