რეზონანსი
07.08.2023

ონის მუნიციპალიტეტის მერი, სერგი ხიდეშელი ამბობს, რომ შოვში, სტიქიის ზონაში, დღეს ერთ-ერთი ახალი ლოკაციის, ე.წ. მჟავე წყლების წმენდა დაიწყება. მისი თქმით, ამ დროისთვის სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში, 7 პრიორიტეტულ ლოკაციაზე მიმდინარეობს.

"სამუშაოები მიმდინარეობს უწყვეტ რეჟიმში. 7 პრიორიტეტულ ლოკაციაზე მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები. მუშაობს 80-ზე მეტი მძიმე ტექნიკა. ერთ-ერთი ახალი ლოკაციის წმენდა დაიწყება დღეს, ე.წ. მჟავე წყლების. გუშინ ბოლომდე იქნა გზა გაყვანილი და ახლა მიმდინარეობს მდინარის გადაგდების სამუშაოები ესე ვთქვათ, კალაპოტს ვუცვლით ხელოვნურად, რომ მოხდეს იქ დამუშავება ლოკაციის და ამოწმენდა," - აცხადებს ხიდეშელი.

ცნობისთვის, 3 აგვისტოს, კურორტ შოვში მეწყერი ჩამოწვა. მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი. ოფიციალური უწყებების განცხადებით, ამ დროისთვის 16 ადამიანის ეძებენ. სტიქიის ზონიდან, ჯამში 210 ადამიანია გამოყვანილი. მაშველების მიერ ამ დროისთვის 18 ცხედარია ნაპოვნი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×