რეზონანსი
12.08.2023

პარიზში აფეთქების მუქარის გამო ეიფელის კოშკიდან ევაკუაცია მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული ტელეარხი BFM-TV ავრცელებს.

პოლიციაში წყაროს ინფორმაციით, აფეთქების მუქარის გამო ეიფელის კოშკის სამი სართულისა და მიმდებარე სივრცის ევაკუაცია მოხდა.

ადგილზე გამნაღმველები მუშაობენ და ღირსშესანიშნაობა დახურულია ვიზიტორებისთვის.

ცნობილია, რომ ევაკუაცია შუადღეს დაახლოებით დაიწყო და როგორც სიფრთხილის ზომა ჩატარდა.

პოლიციაში წყაროს ცნობით, ასეთ სიტუაციაში ეს ჩვეულებრივი პროცედურაა, „რომელიც, ამის მიუხედავად, იშვიათია". ამ მომენტისთვის, უცნობია აფეთქების მუქარის შესახებ ინფორმაცია ვინ გაავრცელა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×