რეზონანსი
14.08.2023

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი აფხაზეთის ომის დაწყების დღეს სოციალურ ქსელში ეხმაურება. ქართველიშვილის თქმით, უკანასკნელი 34 წლის განმავლობაში საქართველო თავისივე მოსახლეობას ისტორიის შესახებ აწვდის ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციებს, ან ნახევრადსიმართლეს, რის გამოც მივიღეთ ახალგაზრდა თაობა, რომელსაც მისი ქვეყნის ისტორიაზე ელემენტარული რეალური ინფორმაცია არ აქვს.

„საქართველოს უახლოეს ისტორიაში პირადად ჩემთვის არსებობს რვა საკრალური თარიღი, როდესაც ადგილი ჰქონდა ჩვენთვის საბედისწერო მოვლენების დასაბამს. დღემდე პასუხგაუცემელია უამრავი კითხვა, აქედან ძირითადია: ეს იყო შეცდომა, დანაშაული, ვის მიერ ინსპირირებული და რა მიზნით. აი ეს თარიღები:

1989 წლის 9 აპრილი

1989 წლის 23 ნოემბერი

1991 წლის 21 დეკემბერი

1992 წლის 14 აგვისტო

2003 წლის 23 ნოემბერი

2004 წლის 31 მაისი

2006 წლის 22 ივლისი

2008 წლის აგვისტო...

საქართველო უკანასკნელ 34 წელიწადს თავისივე მოსახლეობის უკვე მერამდენე თაობას საკუთარ ისტორიაზე აწვდის ან ურთიერთგამომრიცხავ, ან ნახევრადსამართლიან, ან სრულიად გამრუდებულ წარმოდგენებს. ტოტალურ სიცრუესთან გაიგივებულ ამ ვითარებაში მივიღეთ დღევანდელი რთული სახელმწიფოებრივი და ტერიტორიული მდგომარეობა.

მივიღეთ ახალგაზრდა თაობა, რომელსაც ვერ ვაწვდით ელემენტარულ რეალურ ინფორმაციას მათი ქვეყნის უახლოეს ისტორიაზე. ვერ შევქმენით ისტორიის ვერც ერთი სახელმძღვანელო, სადაც გულწრფელობასთან მიახლოვებულ ფორმატში, ავსახავდით საკუთარი ქვეყნის საგმირო და სასირცხვილო საქმეებს. დღეს ერთ-ერთი ასეთი თარიღი გაგვითენდა და პასუხები კვლავ არ გაგვაჩნია“, - წერს ქართველიშვილი.

აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 31 წელი გავიდა. საომარი მოქმედებების ძირითადი ფაზა 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×