რეზონანსი
16.08.2023

„ხალხის ძალის" წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის განცხადების გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

მისი თქმით, ირაკლი კობახიძემ მის მიერ გაკეთებული განმარტებით ყოველგვარ სპეკულაციას ბოლო მოუღო.

„გულწრფელად გეუბნებით, არ ვიცი, რა შეეშალა თუ არ შეეშალა ირაკლი კობახიძეს ერთ-ერთი ფოტოსურათის ნახვისას. გამომრჩა, მომიტევეთ. ამის დასტურად, ვერ ნახავთ ამ კონკრეტულ თემაზე ჩემს რაიმე გამოხმაურებას, მაგრამ ახლა ვნახე ირაკლი კობახიძის კომენტარი, რომელმაც სადეზინფორმაციო „კომაში" ჩააგდო მედია სვავები: გაუგებრობის ობიექტთან სატელეფონო საუბარიც მქონდაო, პირადადაც შევხვდიო, მაგარი ჯიგარი რაჭველი ვაჟკაცი აღმოჩნდაო და ჩვენს შორის ყველანაირი გაურკვევლობა ამოწურულიაო. მედია სვავებს იმდენად არ მოეწონათ მრავალდღიანი საინფორმაციო სპეცოპერაციის ჩავარდნა, რომ კიდევ ერთხელ, სასოწარკვეთით სთხოვეს განმარტება. კობახიძემ ვერც განმეორებით დაუტოვა მათ გადარჩენის შანსი: „ყველაფერი გაირკვა, ხდება ხოლმე, ჯელაძე მაგარი კაცია"...

ერთხელ მაინც თუ გახსოვთ სახელისუფლებო თუ ოპოზიციური ჩამოსხმის ნაცების მხრიდან რომელიმე ორაზროვან ვითარებაზე მსგავსი კომენტარი: „შესაძლოა შეგვეშალა...შევხვდით...გავერკვიეთ...გაუგებრობა აღმოიფხვრა...საკითხი მოიხსნა...ცხოვრება გრძელდება". მე მსგავსი ეპიზოდი არ მახსენდება. როგორც ჩანს, ეს არის „ნაცების" ყოფაქცევითი ტაქტიკის დატრენინგებული მოცემულობა იმ აგენტოკრატიული მმართველობის მხრიდან, სადაც ვიეტნამის, ლიბიის, ერაყის, ავღანეთის, სირიის, უკრაინის და ა.შ. წინაშე არავინ, არავის და არასდროს არათუ დაშვებული დანაშაულის, შეცდომის გამოც კი ბოდიშის თუ ახსნა-განმარტების მიცემა აზრადაც არ მოსვლია არც წარსულში, არც აწმყოსა თუ მომავალში", - წერს ქართველიშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×