რეზონანსი
16.08.2023

ლიბიაში შეიარაღებული შეტაკებების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 55-ს აღწევს, დაჭრილია 146 ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters ადგილობრივ საგანგებო სამსახურებზე დაყრდნობით ავრცელებს.

შეიარაღებული დაპირისპირება ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლიში ორშაბათს დაიწყო.

Reuters-ის ინფორმაციით, ქალაქის უხუცესებმა სამშაბათს განაცხადეს, რომ დაპირისპირებულ მხარეებს - სპეციალური შეკავების ძალებსა და 444-ე ბრიგადას - შორის შეთანხმებას მიაღწიეს.

კერძოდ, სპეციალური შეკავების ძალები 444-ე ბრიგადის მეთაურს მაჰმუდ ჰამზას მესამე მხარეს - სტაბილურობის მხარდამჭერ აპარატს - გადასცემენ.

ცნობისთვის, ჰამზა სპეციალური შეკავების ძალებმა მიტიგას აეროპორტში დააკავეს, რომელსაც ისინი აკონტროლებენ. ქალაქის უხუცესების ინფორმაციით, ავიახაზებმა, რომლებმაც მძიმე შეტაკებების გამო მიტიგას აეროპორტის გამოყენება სამშაბათს შეწყვიტეს, ფრენები ოთხშაბათს აღადგინეს. შეტაკებების ადგილებში პოლიცია და სხვა ძალოვანი სტრუქტურები შევლენ, რომლებიც შეიარაღებული დაპირისპირების დროს ნეიტრალურები დარჩნენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×