რეზონანსი
16.08.2023

„ნაცების" ფასადური პოლიტიკა გრძელდება ახლა უკვე დანარჩენ ოპოზიციასთან ერთად. ვითომ ანტირუსები, სინამდვილეში კი სამშობლოს ყველაზე დიდი გამყიდველები, მართლა რუსეთის მონები სულითაც და საქმითაც, - ამის შესახებ, „ხალხის ძალის " წევრი თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ჩიბურდანიძე აღნიშნავს, ოპოზიცია ცდილობს, რომ საზოგადოება კვლავ მოატყუოს, რომ ისინი რუსებს ებრძვიან, სინამდვილეში კი რუსეთის მონები არიან.

„ნაცების" ფასადური პოლიტიკა გრძელდება ახლა უკვე დანარჩენ ოპოზიციასთან ერთად. ვითომ ანტირუსები, სინამდვილეში კი სამშობლოს ყველაზე დიდი გამყიდველები, მართლა რუსეთის მონები სულითაც და საქმითაც.

მაგრამ ხალხი ხომ უნდა მოატყუონ, ისე, როგორც ატყუებდნენ ძველად? ქუჩაში თუ სცენაზე რუსების დევნით თითქოს რუსეთს ებრძვიან, არადა, აგვისტოს ომის გმირები გაციებულიც არ იყვნენ საფლავში, რომ მათი ბელადი, მიხეილ სააკაშვილი რუსებს მოუძღოდა ლარსით, ეს მონები კი ტაშს უკრავდნენ თავისი ჟურნალისტებით.

იმ ჟურნალისტებით, რომლებიც დღეს საზოგადოებას დეზინფორმაციას აწვდიან უწყვეტ ნაკადად და რომლებსაც ელემენტარული პროფესიული ეთიკაც კი არა აქვთ, პროფესიულ განათლებაზე აღარაფერს ვამბობ.

ასეა, როდესაც პოლიტიკის ტვინი არა გაქვთ, ჯამბაზებად იქცევით. პოლიტიკურ ჯამბაზებს კი მხოლოდ დიდი ბატონები წვრთნიან და შემდეგ საცირკო სპექტაკლებში უშვებენ. უბრალოდ, გავიწყდებათ რომ ჯამბაზები ხალხს მხოლოდ ცირკში უყვარს.

სიმართლე კი ის არის, რომ აქ რუსებს დასდევთ ხან გემზე, ხან სცენაზე და ხან კიდევ ქუჩაში, მერე ჩუმად ჩადიხართ რუსეთში და იქ რუს პოლიტიკოსებს დასდევთ კაბინეტებში, იქნებ როგორმე მიგიღონ თავიანთ კარზე. რაც შეეხება რუსეთის ბაზარზე თქვენს ბიზნეს-ინტერესებს, როგორც მითხრეს ისევ თქვენიანებმა (გამყიდველებიც ბევრი გყავთ შიგნით საბედნიეროდ), აატალახეთ თურმე მოსკოვის ქუჩები...

ბევრი ღელავს, მაგრამ მე ძალიან მშვიდად ვუყურებ ამ პროცესებს, რადგან მჯერა, რომ მალე საბოლოოდ დამთავრდება თქვენი ჯამბაზური პოლიტიკა აქაც და იქაც, სადაც ის წყდება. საცირკო წარმოდგენას ხომ თავისი განკუთვნილი დრო აქვს", - წერს ჩიბურდანიძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×