რეზონანსი
17.08.2023

სტეფანწმინდის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს - ამბობენ, რომ უბან თარგმანში მეწყერი ჩამოწვა და ამის ამსახველ ვიდეოებს სოციალურ ქსელში აქვეყნებენ.

მოსახლეობა ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ძლიერი წვიმისა და ჩამოწოლილი მასის შედეგად მათ ნაწილს სახლები დაეტბორა.

თარგმანია სოფელი ელიას მონასტერთან საიდანაც წამოვიდა ეს ღვარცოფი. გადაუღებლად წვიმდა და ესე შემოვარდა სახლში და არა მარტო ჩემთან. გამოვიძახე სამაშველო და სახანძრო ეკიპაჟი. ამ ეტაპზე არ წვიმს და ჯერჯერობით სიტუაცია დამშვიდდა. სამაშველოც ვერ გვეუბნება, რა შეიძლება მოხდეს, თუ კვლავ გაწვიმდა. მე მოხევე ვარ, ყოველ წელს აქ ვისვენებ ჩემს სახლში და არასდროს მსგავსი სიტუაცია არ ყოფილა. დაზაფრულები ვართ ყველა აქ მცხოვრები. ჩვენს ქუჩაზე კონკრეტულად ტაბიძის ქუჩაზე აგებენ ასფალტს სანიაღვრეების გარეშე,რაც ამძიმებს სიტუაციას, - თქვა "მთავარი არხის" ვებგვერდთან ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

თუმცა, მათი ინფორმაციით, ამ ეტაპზე წვიმამ გადაიღო, ადგილზე კი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან.

კოკისპირული წვიმა იყო, 4-5 სთ წვიმდა, სნოს მხარეს მთის ძირში კოტეჯებია და მაგის თავთან ჩამოწოლილა მეწყერი. ისეთი ამბავია, მე არ ვიცი. მეწყერი დიდი არ არის, მაგრამ კარგად დატბორა სახლები. ძაან საშინელება ხდება აქ, - ამბობს კიდევ ერთი ადგილობრივი.

წყარო: „მთავარი არხი"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×