რეზონანსი
18.08.2023

მესამე წელია, საქართველოს სტაბილური ეკონომიკური ზრდა აქვს. პირველი ორი წელი იყო ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, პირველი კვარტლის მონაცემებით, წელს 7,6% იყო ზრდა. ეკონომიკური ზრდა ნიშნავს სამუშაო ბაზარზე მოთხოვნის გაზრდასაც, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სწორედ ამით არის განპირობებული, რომ წინა წელთან შედარებით, ქვეყანაში უმუშევრობის დონე შემცირებულია.

როგორც ქადაგიშვილი ამბობს, ეკონომიკის ზრდასთან ერთად, მნიშვნელოვანია შესაბამისი კვალიფიკაციის, შრომითი რესურსების მომზადება, რასაც სახელმწიფო ახორციელებს.

„ამასთან, ზოგადად, გარკვეული მიმართულებების მიხედვით, სამუშაო ბაზარზე გარკვეული დეფიციტიც შეინიშნება. აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ ეკონომიკის ზრდასთან ერთად, რომელიც ახალი სამუშაო ადგილების შექმნას გულისხმობს, მნიშვნელოვანია შესაბამისი კვალიფიკაციის, შრომითი რესურსების მომზადება. სწორედ პროფესიული კოლეჯების სისტემა არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და მოთხოვნადი განათლების მიმართულებით, რისი განვითარებაც ახლა მიმდინარეობს. მონაცემებში საგულისხმოა, რომ უმუშევრობის შემცირება მიგრაციული პროცესებით არ არის გამოწვეული, ანუ არსებულ ბაზარზე მოხდა დასაქმება", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 16.7 პროცენტი შეადგინა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×