რეზონანსი
18.08.2023

სამუშაო ადგილების შექმნას იწვევს სტაბილურობა, სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, ინფრასტრუქტურული პროექტები, - ასე შეაფასა პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ უმუშევრობის დონესთან დაკავშირებით „საქსტატის" მიერ გამოქვეყნებული მონაცემები,

„სამწუხაროდ, ძალიან ბევრ ქვეყანაში, ისევე როგორც ჩვენს ახლო სამეზობლოში, ჩვენს მეგობარ ქვეყნებში უმუშევრობა იზრდება. სამუშაო ადგილების შექმნას იწვევს სტაბილურობა, სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, ინფრასტრუქტურული პროექტები - ამან გამოიწვია საქართველოში დაფიქსირებული პოზიტიური მაჩვენებელი.

„საქსტატის" მონაცემებით, 2023 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 16.7 პროცენტი შეადგინა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×