რეზონანსი
18.08.2023

ბოლო კვირების განმავლობაში, უკრაინამ გააძლიერა სარაკეტო დარტყმები რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმზე, თუმცა ეს არის სტრატეგია, რომელსაც ვაშინგტონში ზოგიერთი ოფიციალური პირი სკეპტიკურად უყურებს. როგორც CNN-ი იუწყება, ზოგიერთი ამერიკელი ოფიციალური პირი მიიჩნევს, რომ ყირიმზე უკრაინის თავდასხმები საუკეთესო შემთხვევაში ყურადღების გადატანაა, ხოლო უარეს შემთხვევაში, რესურსების ხარჯვა.

„ამან რუსები წონასწორობიდან ცოტათი გამოიყვანა, მაგრამ გადამწყვეტი არაფერია. ალბათ ყველასთვის უკეთესი იქნებოდა, რომ [უკრაინელებმა] კონტრშეტევაზე კონცენტრირება მოახდინონ“, - განუცხადა CNN-ს ამერიკელმა სამხედრო მაღალჩინოსანმა.

უკრაინამ ბოლო კვირების განმავლობაში სარაკეტო იერიში მიიტანა ორ ხიდზე, რომელიც აკავშირებს ყირიმს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებთან სამხრეთ უკრაინაში, ხოლო გასულ შაბათს სამიზნე იყო ერთადერთი ხიდი, რომელიც ყირიმს რუსეთის ტერიტორიასთან აკავშირებს.

იმის გამო, რომ ყირიმზე აქცენტი შედარებით ახალია, აშშ-ისა და დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ჯერ კიდევ ძნელია იმაზე მსჯელობა, თუ რა გავლენას ახდენს შეტევები რუსეთის უნარზე, გაუძლოს უკრაინის კონტრშეტევას.

ზოგიერთი ამერიკელი ოფიციალური პირი და გარე ანალიტიკოსი ამბობს, რომ თავდასხმებმა, როგორც ჩანს, დიდი გავლენა არ მოახდინეს. 10 კვირის განმავლობაში, უკრაინამ ვერ შეძლო რუსეთის თავდაცვითი ხაზების გარღვევა.

ამერიკელი სამხედრო მაღალჩინოსნის თქმით, ამჟამად შეერთებული შტატები აქტიურად არ ურჩევს უკრაინას ყირიმზე დარტყმა არ განახორციელოს, მაგრამ ანალიტიკოსების თქმით, რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება კონტრშეტევა მნიშვნელოვანი წარმატების გარეშე, მით უფრო დიდია მისი წარუმატებლობის შანსები.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×