რეზონანსი
18.08.2023

4 მილიონ ლარამდე ჯარიმა უმსხვილეს ბენზინგასამართ კომპანიებს - კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას "სოკარი" და "ვისოლი" გაასაჩივრებენ. "გალფს", "რომპეტროლსა" და "ლუკოილს" პოზიცია ჯერ არ დაუფიქსირებიათ. იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე აცხადებს, რომ სანავთობო მსოფლიო ბაზარზე  ფასთან დაკავშირებული რყევები მუდამ არის.

"ვიცი, რომ 2022 წლიდან მიმდინარეობს საკითხების შესწავლა. ამ ყველაფერს კი შევისწავლით და ჩვენს სიმართლეს ვიტყვით. სანავთობო მსოფლიო ბაზარზე სულ მუდამ არის ასეთი რყევები. 34-40 თეთრამდეა გაზრდილი ფასი, რადგან დეფიციტი შეიქმნა. არც ერთ კომპანიას არ აწყობს მაღალი ფასი, თუ ვინმემ უსაფუძვლოდ დააბრალა რაღაც მათ, ისინი თავს დაიცავენ," - აცხადებს კავშირის თავმჯდომარე ვახტანგ იობაშვილი.

საქმე ეხება კოორდინირებულად საავტომობილო საწვავის საცალო ბაზარზე მაღალი ფასების შენარჩუნებას. ბაზრის შესწავლის შედეგად დადასტურდა ხუთი კომპანიის მიერ "კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის დარღვევა. კერძოდ, შესყიდვის ან გაყიდვის ფასის ან სხვა სავაჭრო პირობების, პირდაპირ ან არაპირდაპირ დადგენა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×