რეზონანსი
18.08.2023

ეს ყველაფერი მოიტანა მშვიდობამ ქვეყანაში - სადაც არის მშვიდობა, იქ ვითარდება ბიზნესი, - ასე შეაფასა ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ, გია ცაგარეიშვილმა უმუშევრობის დონესთან დაკავშირებით „საქსტატის" მიერ გამოქვეყნებული მონაცემები.

„ტურიზმის განვითარებასთან ერთად თანმდევია მომსახურების სფეროს განვითარება, სარესტორნო და სასტუმრო ბიზნესების განვითარება - აქ იქმნება ძალიან ბევრი სამუშაო ადგილი. ეს არის ჯაჭვი. ეს ყველაფერი მოიტანა მშვიდობამ ქვეყანაში - სადაც არის მშვიდობა, იქ ვითარდება ბიზნესი", - აცხადებს ცაგარეიშვილი.

„საქსტატის" მონაცემებით, 2023 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 16.7 პროცენტი შეადგინა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×