რეზონანსი
18.08.2023

ოპოზიცია, რომელიც არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში, თითქოს ქვეყანაში უბედურების მოხდენას დიდი გულიმოდგინებით ელოდებოდა და პირველივე წუთებიდან დაიწყეს პოლიტიკაზე სპეკულირება, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საზოგადოება ხედავს, რომ ხდება ბუნებრივი სტიქიის შედეგად გამოწვეული ტრაგედიისა და ტრაგიკული შედეგებით სპეკულირება პოლიტიკოსების მხრიდან.

„ჩვენ გვეუბნებიან, რომ ამ სპეკულაციისათვის მაქსიმალურად გამოვიყენებთ, მათ შორის პარლამენტს, ჩვენ ვეუბნებით, რომ თქვენ კანონით მონიჭებული უფლებები გამოიყენეთ, მაგრამ არ ვიქნებით სპეკულაციის თანამონაწილეები. ეს არის ჩვენი პასუხი. ვნახეთ, რომ სტქიქიის მოხდენის წუთებიდან ბრალდებების სერია დაიწყო. მდგომარეობა არის ასეთი, რომ ოპოზიცია, რომელიც არის ზოგადად ძალიან მძიმე მდგომარეობაში, გაუაზრებელი და მავნე პოლიტიკური გზავნილებით, თითქოს დიდი გულიმოდგინებით ელოდებოდა, რომ რაიმე უბედურება მომხდარიყო ქვეყანაში და პირველივე წუთებიდან დაიწყეს პოლიტიკაზე სპეკულირება. მომხდარი უბედურების მაშინვე პოლიტიკაზე გადათარგმნა დაიწყეს", - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×