რეზონანსი
18.08.2023

საქართველოს მოქალაქეებმა ერთად, 108 000 ლარზე მეტი შევაგროვეთ და დღეს, 4 წლის ლუსის ბინა შევუძინეთ. რაჭის ახალგაზრდული ასამბლეისა და რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის თვითმმართველობის რესურს ცენტრი-ს გუნდი მადლობას გიხდით საზოგადოების თითოეულ წევრს უპრეცედენტო სოლიდარობისა და ნდობისთვის.მადლობა მედიასაშუალებებს, რომლებიც დაგვეხმარნენ, რომ სათქმელი თითოეულ თქვენგანამდე მოგვეტანა. ასევე, მადლობას ვუხდით რაჭის ახალგაზრდული ასამბლეის წევრებს, ახალგაზრდებს, რომლებმაც რაჭისთვის ამ მძიმე დღეებში, მასშტაბური კამპანია მართეს და დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანეს.განსაკუთრებული მადლობა ემიგრანტებს.კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებთ ქვეყანას შოვის ტრაგედიას, ჩვენ კი გავაგრძელებთ მუშაობას რაჭისა და რაჭველი ახალგაზრდების უკეთესი მომავლისთვის" - წერს რაჭის ახალგაზრდული ასამბლეა სოციალურ ქსელში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×