რეზონანსი
19.08.2023

მძღოლი, რომელიც გორის ავტობანზე საპირისპირო მიმართულების ზოლში მოძრაობდა, თანაც მაღალი სიჩქარით, დააჯარიმეს. შს სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენლის ცნობით, პირი იდენტიფიცირებულია, რომელსაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინეს.

ოქმის მიხედვით, პირი დაჯარიმდა 125-ე მუხლის მე-9 ორი პრიმა მუხლით, რაც გულისხმობს:

"შემხვედრი სატრანსპორტო ნაკადის გამყოფი უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთა და მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობა, რომლებსაც მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა ან მოძრაობის ისეთი შეფერხება, რომელმაც გამოიწვია საცობის შექმნა".

აღნიშნული მუხლის დარღვევა ითვალისწინებს 200-ლარიან ჯარიმას.

კადრები 15 აგვისტოს, სოციალურ ქსელში გავრცელდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×