რეზონანსი
19.08.2023

 „ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ისევ ამტკიცებს, რომ პარტიიდან წასვლას არ აპირებს

„არ ცერთ პოლიტიკურ პარტიაში გადასვლას არ ვაპირებ, რომელი პლატფორმიდან ვიქნები ამ ბრძოლაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს. ვიქნები ბრძოლაში, იმავე ბრძოლაში, რომელშიც შემოვედი 2013 წელს და მიზანი და ამოცანა არ არის შესრულებული - ბიძინა ივანიშვილი არ არის დამარცხებული და მიმაჩნია, რომ ეს ანტისახელმწიფოებრივი მოვლენა არის, მაგრამ აქვე შემიძლია გითხრათ, რომ ვიქნები იქ, სადაც არის სიმართლე, სადაც მოქალაქესთან საუბრის მე არ მრცხვენია. სადაც ვგრძნობ მორალურ უპირატესობას „ოცნებასთან“ დაკავშირებით ქართულ ზღაპრებშიც კი - როდესაც 9-თავიან გველეშაპს ებრძვი, შენ 3-4-თავიანი გველეშაპით იმ 9-თავიან გველეშაპს ვერ ამარცხებ, ამარცხებ სიმართლით,“ - ამბობს ნიკა მელია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×