რეზონანსი
19.08.2023

ონის მერი სერგო ხიდეშელი აცხადებს, რომ შოვში საძიებო სამუშაოების არეალი გაზრდილია როგორც მდინარე ჭანჭახის, ასევე მდინარე რიონის კალაპოტში. 27 მოქალაქე არის გარდაცვლილი, 25 იდენტიფიცირებული, 6 მოქალაქეს კი ამ დრომდე ეძებენ.

„თითოეული ჩვენგანისთვის უმძიმესი დღეებია და უმძიმესი პერიოდი არის. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით 27 მოქალაქე არის გარდაცვლილი, 25 იდენტიფიცირებული და 6 მოქალაქის საძიებო სამუშაოები მიმდინარეობს. მინდა, მადლობა ვუთხრა ყველა ჩართულ პირს, ყველა სტრუქტურას, ყველა სტრუქტურის წარმომადგენელს, თითოეულ მათგანს.

საძიებო სამუშაოები, როგორც მოგეხსენებათ არის აქტიურ რეჟიმში. გადასული არის მძიმე ტექნიკა როგორც მდინარე ჭანჭახის კალაპოტში, ასევე ლოკალურად სტიქიის ზონაში მიმდინარეობს საძიებო სამუშაოები. გუშინ ძლიერი წვიმა იყო ჩვენს მუნიციპალიტეტში ღამის განმავლობაში, თუმცა საძიებო სამუშაოებისთვის ამას რაიმე შეფერხება არ მოუტანია," - განაცხადა ხიდეშელმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×