რეზონანსი
23.08.2023

ბოლო წლებში, რაც ოჯახში ძალადობა და არასრულწლოვანზე ძალადობა დანაშაულთან ერთად ძალიან სამარცხვინო საქმე გახდა და ამ მხრივ კანონმდებლობაც გამკაცრდა, საზოგადოება შეთანხმდა, რომ არათუ უნდა ჩაერიო მსგავს საქმეში, არამედ გვერდზე გახედვა და გულგრილობა მსგავსი დანაშაულების მიმართ უზნეობაა, - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი თეა გოდოლაძის საქმეზე, რომელიც არასრულწლოვანის მიმართ ძალადობაშია ბრალდებული.

ნიკოლეიშვილის განცხადებით, ქართულ საზოგადოებაში ამ საკითხის შესახებ არსებული კონსენსუსის მიუხედავად, "რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არასრულწლოვანზე ძალადობა პირად ცხოვრებად გაასაღოს".

ექსპერტს ამის მაგალითად "ლელოს" წევრის, ანა ნაცვლიშვილის განცხადება მოჰყავს, რომელიც "ქართულ ოცნებას" ადამიანების პირად ცხოვრებაში ქექვისთვის თავის დანებებას ურჩევს.

"ბოლო წლებში, რაც ოჯახში ძალადობა და არასრულწლოვანზე ძალადობა დანაშაულთან ერთად ძალიან სამარცხვინო საქმე გახდა და ამ მხრივ კანონმდებლობაც გამკაცრდა, საზოგადოება შეთანხმდა, რომ არათუ უნდა ჩაერიო მსგავს საქმეში, არამედ გვერდზე გახედვა და გულგრილობა მსგავსი დანაშაულების მიმართ უზნეობაა. ქართულ საზოგადოებაში რომ მსგავსი კონსენსუსი შემდგარიყო, ამაში დიდძალი ენერგია დაიხარჯა და საბედნიეროდ, ძალიან კარგი შედეგი დადგა. და აი ამ დროს, ოღონდ "თავისიანი" გადაერჩინათ, რადიკალურმა ლიბერალურმა ბაბლმა ხაზი გადაუსვა თავის "ღირებულებებს" და არასრულწლოვანზე ძალადობა "პირად ცხოვრებად" გაასაღა. აი ეს არის მათი რეალური სახე, ეს არის დღეს ქართველი ლიბერალის ამორალური პორტრეტი. ნული ფასეულობა, ნული პრინციპულობა, ნული ზნეობა. როგორც კი მათი მოკავშირე იქნა მხილებული ცუდ საქციელში, ყველაფრის ფასად დაიწყეს მისი დაცვა. სწორედ ამიტომ, ქართველი ფსევდოლიბერალის ადგილი იქნება მუდმივად ნაგავსაყრელზე!" - წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×