რეზონანსი
23.08.2023

განცხადება გაკეთდა, რა ფორმატის შეხვედრა იყო ათენში და რამ განაპირობა მათ შორის, მოლდოვის და უკრაინის მიწვევა და რატომ არ იყო აუცილებლობა და არც ლოგიკა, რის გამოც შეიძლება საქართველო ყოფილიყო იქ მოწვეული, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ათენის სამიტს, რომელიც 21 აგვისტოს გაიმართა და ევროკავშირის კანდიდატი და პოტენციური კანდიდატი 8 ქვეყნის ლიდერები ესწრებოდნენ.

სარჯველაძე გამოეხმაურა, ასევე, საკითხს იმის შესახებ, თუ რატომ არ მიიწვიეს საქართველოს დელეგაცია კიევში, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეზე, ასევე, რატომ არ გავრცელდა ინფორმაცია "მებრძოლი სულის" სწავლების თაობაზე, რომელიც აგვისტოში ჩატარდა. კითხვაზე ხომ არ აჩვენებს ეს ყველაფერი, რომ ხელისუფლებას ქვეყანა საერთაშორისო იზოლაციისკენ მიჰყავს, სარჯველაძე პასუხობს, რომ ამ სამი საკითხის ერთმანეთთან დაკავშირება არის იმის მცდელობა, რომ ხელოვნურად შეიქმნას თემა, თითქოს საქართველოსთვის რაიმე "არაკეთილსასურველი გარემო იქმნება."

"ქვეყანა, რა თქმა უნდა, თანამშრომლობს და აღრმავებს თანამშრომლობას ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ინფორმაცია ამის შესახებ გამოქვეყნდა, ინფორმაციის გავრცელების მასშტაბი თუ ვინმესთვის არადამაკმაყოფილებელი იყო, თქვენ შეგეძლოთ ამის თაობაზე პოზიტიურ კონტექსტში გესაუბრათ, მაგრამ ეს არ გააკეთეთ, რადგან ჩასაფრება იყო უფრო მეტად მნიშვნელოვანი. სამწუხაროდ, ცუდად გამოიყურება ეს ყველაფერი, მაგრამ ასეა.

ათენთან დაკავშირებით ითქვა და განცხადებაც გაკეთდა ეს რა ფორმატის შეხვედრა იყო და რამ განაპირობა მათ შორის, მოლდოვის და უკრაინის მიწვევა და რატომ არ იყო აუცილებლობა და არც ლოგიკა არსებობდა, რის გამოც შეიძლება საქართველო ყოფილიყო იქ მოწვეული.

ბოლოს, უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით - პირველ რიგში, რასაკვირველია, ვულოცავ ამ დღეს მთელ უკრაინას. რასაკვირველია, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე და მით უფრო, დღევანდელობაში მკაფიოდ გამოიკვეთა მნიშვნელობა ამ დღისა. თუ რა განაპირობებს საქართველოს დელეგაციასთან დაკავშირებით მიწვევის საკითხს, პროტოკოლური ურთიერთობები როგორ წარიმართება, მე ინფორმირებული არ ვარ ამ წუთას, მაგრამ ძალიან ვისურვებდი არავინ არსებობდეს არც საქართველოში და არც უკრაინაში, ვინც ძალიან დიდი გულშემატკივარი აღმოჩნდება ქართულ -უკრაინული ურთიერთობების დაზიანების. სამწუხაროდ, დღეს ოპოზიციაში საქართველოში და უკრაინაშიც საკმაოდ მოიპოვებიან პოლიტიკური ძალები, რომლებიც აქტიურად გულშემატკივრობენ, რომ დაძაბული და გართულებული იყოს ურთიერთობა საქართველოსა და უკრაინას შორის. ეს არის გაგრძელება იმ ნაბიჯების, რაც იყო თავის დროზე მიღებული უსაფუძვლოდ ელჩის გაწვევასთან დაკავშირებით და ბევრი სხვა ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც არცთუ მაინც და მაინც მეგობრულად გამოიყურება," - განაცხადა სარჯველაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×