რეზონანსი
23.08.2023

თელავში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურის ავტომანქანა მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, თელავი-ყვარელი გურჯაანის დამაკავშირებელ გზაზე მოხდა. შეჯახების შედეგად, დაშავებულია ახალგაზრდა კაცი, რომელიც მსუბუქ ავტომობილში იმყოფებოდა. ის ავტომობილიდან მაშველების დახმარებით ამოიყვანეს. ექიმების განმარტებით, დაშავებულს მოტეხილობები აღენიშნება, ის თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში, ამ წუთებში გადაჰყავთ. ავტომობილში მყოფ სხვა პირებს ექიმები ადგილზე ეხმარებიან.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ავტომობილში, არავინ დაშავებულა. შემთხვევის ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×