რეზონანსი
23.08.2023

საკმაოდ მძიმეა ის ბრალდებები, რომელიც აქვთ წაყენებული, ერთი უკავშირდება ქალთა მიმართ ძალადობას, მეორე - არასრულწლოვანზე ძალადობას, რომელიც ქალბატონ გოდოლაძეს აქვს წარდგენილი. თუ ეს დამტკიცდება, საკმაოდ მძიმე ბრალდება გახლავთ, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

„აბსურდია, თითქოს გადასაფარად არის ეს გაკეთებული, რადგან როგორც ითქვა, პროცესები გაცილებით უფრო ადრეა დაწყებული, ვიდრე შოვის ტრაგედია დატრიალდებოდა. აქედან გამომდინარე ტექნიკურად ვერ ებმება ეს ერთი ბრალდება მეორეს და აბსოლუტურად ალოგიკურია. საკმაოდ მძიმეა ის ბრალდებები, რომელიც აქვთ წაყენებული, ერთი უკავშირდება ქალთა მიმართ ძალადობას, მეორე - არასრულწლოვანზე ძალადობას, რომელიც ქალბატონ გოდოლაძეს აქვს წარდგენილი. თუ ეს დამტკიცდება, საკმაოდ მძიმე ბრალდება გახლავთ და მცდელობაა იმისა, რომ რაღაცა ფორმით ხელისუფლების მიმართ დამატებითი კრიტიკული სათქმელი გახდეს", - აღნიშნავ მიხეილ სარჯველაძემ.

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორ თეა გოდოლაძესთან დაკავშირებით ორგანიზაცია „საფარის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „საფარი" უკვე ერთ წელზე მეტია იცავს გოდოლაძის ინტერესებს და ის პარტნიორის მხრიდან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გახდა და აქვს დაზარალებულის სტატუსი, მამაკაცმა კი თავად დაადანაშაულა გოდოლაძე მის არასრულწლოვან შვილზე ძალადობაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×