რეზონანსი
27.08.2023

ვნებათაღელვა არაფერშია, ყველას დანაზოგი კანონით არის დაცული ყოველმხრივ, შესაბამისი გარანტიებით, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ადამიანს უნდა ჰქონდეს უფლება, რომ საკუთარი შემოსავლები რისკების მიხედვით მართოს.

"2023 წლისთვის უნდა მომხდარიყო საპენსიო დანაზოგების დაბალრისკიანიდან სხვადასხვა რისკის შემცველ პორტფელში გადანაწილება, მაგრამ ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ ეს ჯერ მაინც ნაადრევია, ამიტომ, ამ კანონის ამოქმედება ამ მიმართულებით დროებით შეჩერებულია. პირიქით, მეორე და მესამე მოსმენით ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ 2028 წლამდე ყველა საპენსიო დანაზოგი იქნება მხოლოდ დაბალრისკიან აქტივებში. მხოლოდ ბენეფიციარის ინდივიდუალური გადაწყვეტილებით იქნება შესაძლებელი, რომ მან, კონკრეტულმა პირმა, საკუთარი დანაზოგი გადაიტანოს საშუალო, ან მაღალრისკიან პორტფელში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ადამიანს უნდა ჰქონდეს უფლება საკუთარი შემოსავლები რისკების მიხედვით მართოს. ყველაფერი ნათელია, ვნებათაღელვა არაფერშია, ყველას დანაზოგი კანონით არის დაცული ყოველმხრივ, შესაბამისი გარანტიებით," - აღნიშნა ქადაგიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×