რეზონანსი
27.08.2023

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ადამიანები შიშში ცხოვრობენ.

„მათ ესმით, რომ ომი უკვე წააგეს, ესმით, რომ ისეთი არაა, როგორც დაგეგმეს. ესმით, რომ ის თანდათან გადადის რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე და არა მხოლოდ „გადადის". მათ უკვე იციან რა არის სირენები, იციან რა არის ციდან მოულოდნელი თავდასხმები", - განაცხადა პოდოლიაკმა.

ამასთან, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინას რუსეთზე დრონებით თავდასხმასთან არაფერი აქვს საერთო.

„ეს ყველაფერი თანდათან მხოლოდ გაიზრდება. ამას მოწმობს ჩვენი დაზვერვის განცხადებები. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმებთან უკრაინას არაფერი აქვს საერთო, არსებობს გაგება, რომ ომი "სწორად" უნდა დასრულდეს, რათა რუსეთმა იგრძნოს იმის სიმძიმე, რაც გააკეთა. ჩვენს დაზვერვას ესმის, რომელი "უცხოპლანეტელები" აწყობენ ამას. „უცხოპლანეტელი" არსებების ეს ჯგუფები სულ უფრო მეტად არიან დაინტერესებული რუსულ საზოგადოებაზე ზეწოლით. იმისათვის, რომ ეს ომი სწორად დასრულდეს და მსოფლიომ სტაბილური ცხოვრება შეძლოს, რუსეთმა სრულად უნდა იგემოს ის, რაც შექმნა", - აღნიშნა პოდოლიაკმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×