რეზონანსი
27.08.2023

სექტანტების მიერ საჯარო საინფორმაციო სივრცეში გამოტანილი თითოეული „წუხილი" და სიცრუე საშუალებას გვაძლევს მათ „ექვსიან კოზირს" ჩვენი ტუზ-კოზირი„ დავცხოთ, ან სულაც, ჯოკერი, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის" წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი წერს.

მისი თქმით, შოვში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ „ნაცმოძრაობამ" მეხანძრე-მაშველებზე ფსევდო-წუხილი დაიწყო. ამის საპასუხოდ, ქართველიშვილს მოჰყავს მაშველების შრომის ანაზღაურება და სამუშაო პირობები „ნაცმოძრაობის" და „ქართული ოცნების" მმართველობის პირობებში.

„რაც შოვში დატრიალდა ტრაგედია, პოლიტმავნებლებმა მორიგი სპეკულაცია წამოიწყეს - ამჯერად ამ ხელისუფლების ხელში „უბედურ" მაშველებზე ღვრიან ნიანგის ცრემლებს, თავისი ფეიკ-შეწუხების დასტურად კი ციფრებით აპელირებენ. კი ბატონო, მეც მაქვს ჩინური კალკულატორი. დავიწყოთ...

2012 წლამდე მეხანძრე-მაშველის საშუალო ხელფასი შეადგენდა 650 ლარს, ანუ იმდროინდელი კურსით 390 დოლარის ეკვივალენტს. 2014 წლის დეკემბრიდან, შსს-ს ამ დანაყოფში, ჩემი რეკომენდაციით მუშაობა დაიწყო ჩემმა მეზობელმა და მეგობარმა. ამიტომ თითოეულ მონაცემზე პასუხს ვაგებ, რამეთუ ზუსტად ვიცი - 2015 წლის ხელზე ასაღები მისი ხელფასი შეადგენდა 723 ლარს, ანუ იმ წლის კურსით - 425 დოლარის ეკვივალენტს.

წლევანდელი მდგომარეობით, ხელზე ასაღები მისი ხელფასი შეადგენს 1420 ლარს, ანუ ამჟამინდელი კურსით - 555 დოლარს. მუშაობის გრაფიკი - უცვლელი (3 დღეში - ერთხელ). განსაკუთრებულ პირობებში მუშაობის შემთხვევაში (ბორჯომის, აბასთუმნის, ბაკურიანის ხანძრები, შოვის ტრაგედია და ა.შ.) მას დამატებით ერიცხებოდა პრემია. ჩაერიცხა ახლაც (1000 ლარი).

აღჭურვილობის თვალსაზრისით 10 წელიწადში ვითარება უკეთესობისკენ შეიცვალა 180 გრადუსით: ახალი ავტოპარკი და სპეცტექნიკა, ყოველდღიური უნიფორმა, ასევე სპეციალური ცეცხლგამძლე, სამთო, მყვინთავის და სხვადასხვა მიმართულებით საჭირო ტანსაცმელი და აღჭურვილობა. 2020 წლიდან მეხანძრე-მაშველები სამსახურის მიერ უზრუნველყოფილები არიან საკვებით. 2023 წლის მდგომარეობით სამსახურის ბიუჯეტი შეადგენს 102 603 000 მილიონ ლარს.

სექტანტების მიერ საჯარო საინფორმაციო სივრცეში გამოტანილი თითოეული „წუხილი" და სიცრუე საშუალებას გვაძლევს მათ „ექვსიან კოზირს" ჩვენი „ტუზ-კოზირი" დავცხოთ, ან სულაც, ჯოკერი. ამიტომ ამ გზით ევლოთ. რაც უფრო მეტ სისულელეზე გაამახვილებენ თავის ყურადღებას, მათი დამარცხების მით უფრო მეტ საშუალებას მოგვცემენ ელემენტარული ფაქტებით", - წერს ქართველიშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×