რეზონანსი
27.08.2023

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" პარლამენტის წევრს ანა წითლიძეს ყოფილი რძალი (ძმის ყოფილი ცოლი) გვანცა ამურველაშვილი ქალთა მიმართ ძალადობის დაფარვაში ადანაშაულებს. ამურველაშვილი საკანონმდებლო ორგანოს ოპოზიციონერ წევრს ქალთა უფლებებზე პარლამენტიდან საუბრის პარალელურად მისი ძმის მიერ მცირეწლოვანის თანდასწრებით ჩადენილ ძალადობის ფაქტს ახსენებს.

"შენმა ძმამ ორჯერ მცემა ქუჩაში ბავშვით ხელში, ამას გწერ და ნახ***-ზე მიშვებ. მაგრად დაიცავი ქალების უფლებები პარლამენტიდან, მთავარია შენი ძმის მძ***-რი დამალო და დაფარო. პასუხი მაინც გაგეცა. ასე ყ..-ზე დაკიდება ჩემი ფიზიკის და ფსიქიკის რანაირად თავსდება შენს ფილოსოფიასა და ადამიანობაში? ახლაც ამაყობ ჩემით და ახლაც ლამაზი ვარ? თუ მხოლოდ მაშინ, როცა მძ***-რს ვმალავდი? Ana Tsitlidze", - წერს ანა წითლიძის მისამართით ყოფილი რძალი გვანცა ამურველაშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×