რეზონანსი
27.08.2023

ინციდენტი შიომღვიმის მონასტრისგან მოშორებით მოხდა - შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, - ამის შესახებ საპატრიარქოს

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ „ინტერპრესნიუსს" განუცხადა.

მისივე თქმით, ის ესაუბრა მონასტრის წინამძღვარს, რომელმაც აღნიშნა, რომ ყოველ წელს ხდება მცირე ზომის ჩამოშლა, ვინაიდან კლდე გამოფიტულია.

„ინციდენტი შიომღვიმის მონასტრისგან მოშორებით მოხდა. მონასტრის წინამძღვარმა როგორც მითხრა, ყოველ წელს ხდება მცირე ზომის ჩამოშლა, კლდე არის გამოფიტული, წელს იყო ცოტა დიდი ზომის. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა",- აღნიშნავს ჯაღმაიძე.

შეგახსენებთ, მოქალაქეების ინფორმაციით, შიომღვიმის მონასტერთან კლდის ნაწილი ჩამოიშალა. შესაბამისი კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება. მომხდარის შესახებ ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აზუსტებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×