რეზონანსი
28.08.2023

შიომღვიმის მონასტრის ტერიტორია, რომელიც გუშინ მომლოცველებისთვის და ტურისტებისთვის დაკეტილი იყო, დღეს დილიდან გაიხსნა. ადგილზე ამ დრომდე რჩებიან გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები. მათი პირველადი შეფასებით, მონასტერთან, ფერდობზე მოხდა სხვადასხვა შემადგენლობის მასის ჩამოშლა - ამ ეტაპზე კი საფრთხე მინიმალურია. სპეციალისტები ადგილზე ვითარებას სწავლობენ.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას მონასტრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა საბამ განაცხადა, შიომღვიმეში კლდის ნაწილი ჩამოშლა ყოველწლიურად ხდება.

„შესწავლის პროცესია და როცა შეისწავლიან, შემდგომ გვეტყვიან, როგორ უნდა მოვიქცეთ. ყოველწლიურად ასე ხდება, მე 10 წელია აქ ვარ. ასე ჩამოიშლება ქანები, ახლა უფრო მასიურად და გაგვაქვს ხოლმე. ასე ხდებოდა ყოველწლიურად, ღვარცოფივით როცა მოწვიმს, განსხვავებული არაფერი არ არის. გამოფიტული მთაა, რომელიც ნელ-ნელა იშლება, საუკუნოვანია," - აღნიშნა არქიმანდრიტმა საბამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×