რეზონანსი
10.09.2023

„ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესები აბსოლუტურად ბუნებრივია, - ამის შესახებ პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

„გემახსოვრებათ, ჩვენ ვიძახდით, რომ პარტიაში ასეთ კრიზისულ ვითარებაში ხაბეიშვილის კიდევ წინ წამოწევა ღიმილისმომგვრელი იყო და აბსოლუტურად დამანგრეველი იქნებოდა ამ პარტიისთვის, რასაც ჩვენ მივესალმებით. ხაბეიშვილ თავის ამ ბიოგრაფიას გაიფორმებს, როგორც „ნაციონალური მოძრაობის"გენერალურ მესაფლავედ. ამ გზაზე მე მას წარმატებას ვუსურვებ.

რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებსაც ჯერ კიდევ სჯერათ ნაციონალური მოძრაობის იდეოლოგიის თუ იდეალების, ასეთ პირობებში, როდესაც ასეთი კაცი გყავს თავმჯდომარედ და კიდევ არ გელაპარაკება, ალბათ ძალიან ძნელია", - განაცხადა ოდიშარიამ.

ახალციხის საკრებულოში „ნაცმოძრაობის" ფრაქცია დაიშალა - ფრაქციის ექვსივე წევრმა პარტია დატოვა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×