რეზონანსი
15.09.2023

როგორ შეიძლება ასეთ მნიშვნელოვან, კარგ, დიად გადაწყვეტილებას რაღაც ხინჯი მოუძებნო და სხვადასხვა კუდს აბამდე, თითქოს უნივერსიტეტებში ადგილი არ იქნება და ეს წნეხად დააწვება - დამშვიდდით, ეს ყველა ეს საკითხი მოგვარდება, - ამის შესახებ „ქრონიკის" ეთერში განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა განაცხადა.

„დღეს გვყავს საქართველოს 30 000-მდე მოქალაქე გვყავს, რომლებსაც სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო შეუჩერდათ სტუდენტის სტატუსი. მათი დავალიანების ჯამური ოდენობა შეადგენს დაახლოებით 40 მილიონ ლარს. ბუნებრივია, სხვა გარკვეული კრიტერიუმებიც დაზუსტდება უახლოეს დღეებში და ორშაბათიდან დავიწყებთ კომუნიკაციას უნივერსიტეტებთან, რათა დეტალურად გავიაროთ ეს საკითხი - ეს შეეხება ვადებს, უნივერსიტეტის კვოტირების საკითხებს. როგორ შეიძლება ასეთ მნიშვნელოვან, კარგ, დიად გადაწყვეტილებას რაღაც ხინჯი მოუძებნო და სხვადასხვა კუდს აბამდე, თითქოს უნივერსიტეტებში ადგილი არ იქნება და ეს წნეხად დააწვებათ. მეგობრებო, დამშვიდდით, დღეს დაგვევალა ეს მთავრობის სხდომაზე, ორშაბათს დავიწყებთ ამ საკითხის მოგვარებას. იქნება ეს ფინანსური საკითხები, საგადასახოდო საკითხები, უნივერსიტეტებში ადგილების რაოდენობის მატება, თუ დავინახავთ, რომ ეს ლიმიტებს აჭარბებს - ბუნებრივია, სახელმწიფო იმოქმედებს უნივერსიტეტისა და სტუდენტების სასარგებლოდ", - აცხადებს მინისტრი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×