რეზონანსი
15.09.2023

„ხალხის ძალის" წევრი ზურაბ ქადაგიძე პარტია „დროას" ლიდერის, ელენე ხოშტარიას მიერ ტელეკომპანია „პირველის" ეთერში გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება, სადაც ხოშტარია ხელისუფლების დაბომბვაზე საუბრობს.

როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, კრემლის ბიუჯეტის კმაყოფაზე მყოფი ხოშტარია ქართულ პოლიტიკაში რადიკალიზაციას ეწევა და არავის მის დასასანქცირებლად „არ სცალია".

"როდესაც გარკვეული პირები გადაწყვეტილებას იღებენ კონკრეტული ადამიანის სანქცირებაზე, ხოლო არავის არანაირ განმარტებას არ აძლევენ, რთულია, ბრაზი არ მოგერიოს. ასე მაგალითად, რუსეთის დადასტურებული აგენტი, კრემლის ბიუჯეტის კმაყოფაზე მყოფი ხოშტარია ქართულ პოლიტიკაში რადიკალიზაციას ეწევა და არავის მის დასასანქცირებლად "არ სცალია", - წერს ქადაგიძე სოციალურ ქსელში

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×