რეზონანსი
15.09.2023

როგორც „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ქუთაისში, ბაგრატის ტაძართან, „გამარჯვების პლატფორმის" კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, მეგობრებო, ცოტა დაგვრჩა და დიდი გამარჯვების გოლს გავიტანთ თქვენთან ერთად აუცილებლად, ამის პირობას ვდებთ თქვენს წინაშე - გავიმარჯვოთ, წინ წავიყვანოთ ქვეყანა და ძალიან მაგრად მოვქოქოთ ყველაფერი

გიორგი ვაშაძემ ქუთაისის მოსახლეობას „გამარჯვების პლატფორმის" დაპირებები გააცნო. მისი თქმით, გამარჯვებისთანავე ქუთაისი საქართველოს საპარლამენტო დედაქალაქი გახდება.

„გამარჯვებისთანავე ქუთაისი გახდება საპარლამენტო დედაქალაქი და საქართველოს პარლამენტი დაბრუნდება ქუთაისში. ქუთაისი იქნება მთელი რეგიონის მთავარი საჰაერო ჰაბი, არა მხოლოდ მგზავრების, არამედ სატვირთო გადაზიდვებისთვის და ამას თქვენთან ერთად გავაკეთებთ, აუცილებლად. ქუთაისს ექნება სწრაფი მატარებელი, რითაც დაუკავშირდება თბილისს, ბათუმს და არა მხოლოდ, გავა რეგიონის მასშტაბით. ქუთაისი იქნება ტექნოლოგიური ჰაბი, რომ ახალგაზრდები აქ დასაქმდნენ და საკუთარი თავის რეალიზება შეძლონ. ქუთაისს ექნება თანამედროვე დიდი საწარმოო ინდუსტრიული პარკი. იქ იქნება ქარხნები, საწარმოები და დასაქმდება ხალხი. ჩვენ განვახორციელებთ ძველი, ისტორიული ქუთაისის რეაბილიტაციის მასშტაბურ პროექტს. დაბოლოს, იმერეთის ყველა ქალაქი შეიძენს თავის ფუნქციას", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძის განცხადებით, ხელისუფლებამ ქუთაისს ყველა საარსებო წყარო წაართვა და ერთ დროს დიდი ქალაქი ფუნქციის გარეშეა დარჩენილი.

„მხოლოდ ბოლო წლებში 10 ათასზე მეტმა ჩვენმა თანამოქალაქემ დატოვა ქუთაისი. ერთ დროს დიდი ქალაქი, ფაქტობრივად ფუნქციის გარეშეა დატოვებული. ხელისუფლებამ ქუთაისს ყველა საარსებო წყარო წაართვა. სად არის დღეს ხელისუფლება? სად არის ღარიბაშვილი? რამდენჯერ მოატყუეთ ქუთაისი? სად არის კალაძე, რომელიც 2016 წელს არჩევნების წინ დაპირებებს იძლეოდა, რომ აქ ელექტრომანქანების ქარხანა აშენდებოდა. სამწუხაროდ ძროხები დადიან იმ ადგილზე, სადაც ელექტრომანქანების ქარხანას დაჰპირდა. სად არის აშენებული და განვითარებული ქუთაისი? ყველა დაპირება მხოლოდ ქაღალდზე დარჩა", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×